ხათუნას ბლოგი
Friday, 10 March 2017
Thursday, 9 March 2017
ინტელის კურსის რეფლექსია
ყველა ტრენინგი საინტერესოა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ჩატარებულ ტრენინგებს შორის, რასაც კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება. გავეცანით რვა მოდულს. მართალია, სამუშაო მრავალფეროვანი იყო, მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოსმენა და გადამუშავება მიწევდა, ამას ემატებოდა პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ, ვფიქრობ შედეგიანი და ნაყოფიერი იყო ჩემი მუშაობა, რაც აისახება ბლოგზე.
პირველ დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გზამკვლევს, ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე , შევქმენით ბლოგი.
მეორე დღეს დაკმაყოფილდა ჩემი ინტერესი და აქამდე დასმული უამრავი შეკითხვა ,რაც პროექტებით სწავლებას უკავშირდებოდა, გავეცანით პროექტებს, დავამზადეთ ბუკლეტები. ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.
მესამე დღეს გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავაანალიზე რა კითხვებთან არის დაკავშირებული პროექტის სწორად განხორციელება.
მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებები.რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დროს, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.
მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ნიმუშის ბლოგი. ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა, აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
მეექვსე დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას, შეფასებებს, ვიმუშავეთ ბლოგზე.
ტრენინგის მე- 7 დღეც საინტერესო აღმოჩნდა.ამ მოდულში გავეცანით, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოსწავლის საჭიროება. ვისწავლეთ ბლოგის გაჯეტში საათის, კალენდრისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
მერვე დღეს შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგის მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების ჩასმა. შევქმენით ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე. ბოლოს ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი.
ჩემი აზრით, ინტელის სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან ამ პროგრამით 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევების განვითარებას ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.

Sunday, 15 July 2012
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:
ტრადიციული და თანამედროვე სამოსი
პროექტის მთავარი
იდეა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ და ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციულ
და თანამედროვე სამოსს
პროექტის აქტუალობა: თემა ძალიან
აქტუალურია და გამოიწვევს თინეიჯერთა ინტერესს
პროექტის მიზნები:
მონაწილეებს უყალიბდებათ კვლევა- ძიების უნარი, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ,განამტკიცებენ ისტის
გამოყენების უნარ ჩვევებს, გაეცნობიან მათთვის საინტერესო ქვეყნების კულტურას და ტრადიციებს,
მოახდენენ ტრადიციულის თანამედროვესთან შედარება- განსხვავებას
მონაწილეთა ასაკი: 13-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც
შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ფოტოალბომები, მოსწავლეები აირჩევენ მათთვის
სასურველი ქვეყნის ეროვნულ სამოსს და შეეცდებიან მოაწყონ საკუთარი ნაშრომების გამოფენა,
შეიქმნება ინფორმაციულუ ბაზა, სადაც მოთავსებული იქნება ვიდეო თუ საინფორმაციო მასალა
ამ საკითხის შესახებ
პროექტის მსვლელობა
/ძირითადი აქტივობები:ჯგუფური მუშაობა , დავალებების დანაწილება ჯგუფებში,
დისკუსია,მასალების ვიდეოების მოძიება ინტერნეტში,მოძიებული მასალის ანალიზი და შერჩევა,ინტერვიუ
რომელიმე დიზაინერთან
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი: ინგლისური,
ისტორია ,ხელოვნება ,ისტ-ი
პროექტის ხელმძღვანელი:ხათუნა
ნაცვლიშვილი
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა:xatuna975@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)